
ქართველი „იუთუბერი“ გიორგი დანელია, ოჯახის ტრაგედიაზე გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ საუბრობს.
„მე მყავდა ძმა იოანე, რომელიც ჩემს შემდეგ დაიბადა. როდესაც ვიყავი 11 წლის, მაშინ მოხდა უბედური შემთხვევა. მაშინ შუქის პრობლემა იყო და მამა ნავთს ასხამდა ლამფაში, ამ დროს იაონემ სანთელი მიუნათა რათა სივრცე გაენათებინა და ნავთი აფეთქდა.
იომ სერიოზული დამწვრობა მიიღო, როგორც სხეულზე ასევე შინაგანად და დაახლოებით 15 დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს იყო ყველაზე საშინელი ღამე ჩემი ოჯახის ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი დანელიამ.






















