12:08 | 2021-10-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მე მყავს შვილი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონდა და უფროსი ძმასავით მყავდა – გიული ალასანია

მე მყავს შვილი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონდა და უფროსი ძმასავით მყავდა – გიული ალასანია

მე მყავს შვილი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონდა, ყოველთვის ვეყრდნობოდი და უფროსი ძმასავით მყავდა, – ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.

„მე მისათითებელი ლიდერი არ მჭირდება“ – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას საქციელმა გააბრაზა
2021-10-11„მე მისათითებელი ლიდერი არ მჭირდება“ – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას საქციელმა გააბრაზა

 

 

„ახლა ცოტა დაბნეული ვარ. ბევრ ადამიანს შევხვდი ამ დღეებში და დავინახე, რომ ის მათთვის ერთადერთი იმედია, ის უნდა იყოს ჯანმრთელი და იდგეს ფეხზე. მისი გადაწყვეტილებაა შიმშილობა, რასაც პატივს ვცემ, მაგრამ ვიმედოვნებ, სხვა გამოსავალი მოიძებნება, რადგან იგი ადამიანების ერთადერთი იმედია. მათ სჭირდებათ ჯანმრთელი და ენერგიული მიშა. ნუ დაუკარგავს იგი მათ ამ იმედებს, ეს თხოვნა მაქვს ჩემი შვილისადმი. მას დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ჩვენც გვაქვს მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ალასანიამ.

 

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილის ექიმმა განაცხადა, რომ შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X