13:06 | 2021-11-16 ავტორი: Prime Time

მე რომ ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ არ უნდა მომხედოს ? – ნიკოლოზ რაჭველი

მე რომ ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ არ უნდა მომხედოს ? – ნიკოლოზ რაჭველი

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ საუბრობს.

 

ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ ახლა ყველამ პოლიტიკური თემები უნდა დაივიწყოს და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში გადაიყვანონ.

 

„გადაცემაში “პირველი ხაზი” ვუსმენ ევროპაში მოღვაწე ერთერთ წარმატებულ ქართველ ექიმს, რომელმაც მოყვა, რომ მოშიმშილე ნავალნის პუტინის რუსეთმა დაუკმაყოფილა მოთხოვნა და გადაიყვანეს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობისთვის…

 

ხოლო სტუდიაში მყოფი ჩვენი ექიმები ყვებიან თუ რამდენჯერ უმკურნალებიათ ციხიდან საქალაქო კლინიკაში გადაყვანილი პაციენტებისთვის, კბილის ამოღების ჩათვლით… მეტი რა ვთქვა არ ვიცი…

 

მივმართავ ყოფილ პრეზიდენტს, თქვენ ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს - მიტროპოლიტი იოსები
2021-11-16მივმართავ ყოფილ პრეზიდენტს, თქვენ ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს - მიტროპოლიტი იოსები

 

ის, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს გადაწყვეტილების მიმღებნი არაფრად გვაგდებენ ამას სამწუხაროდ ვაცნობიერებ, მაგრამ ხომ შეიძლება ოდნავ მაინც პოლიტიკურ თამასას და პასუხისმგებლობის ხარისხს გაუწიონ ანგარიში და გადაიყვანონ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში, თუნდაც იმიტომ რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს და დაემორჩილოს უსაზღვროდ საჭირო მკურნალობის პროტოკოლს, რომელიც თუ დაგვიანებული არ არის ნამდვილად დროული და უაღრესად აუცილებელია.

 

გუშინწინ ჩემმა სტატუსმა, სადაც დავწერე, რომ ვოცნებობ არასდროს გავბოროტდე, დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ათასებს გასცდა კომენტარები და 100-დან მხოლოდ რამდენიმე პროცენტი აღმოჩნდა, ვინც არ დამეთანხმა და დაწერა, რომ ექს-პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შიმშილობა მისი პასუხისმგებლობაა და მის “ხუშტურს”-ს ეწირება მისივე ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამაზე მაქვს შეკითხვა: მე რომ ტვინი გადამიბრუნდეს და ნანატრი ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ და სამედიცინო სექტორმა სათანადოდ არ უნდა მომხედონ, იმის გამო რომ მე გადავწყვიტე პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმა? არადა ჩემი ორკესტრის დარბაზის პრობლემისადმი მთავრობის წევრთა ყურადღების გამოწვევის გამო სასოწარკვეთილებაში მყოფს არაერთხელ გამიფიქრებია მსგავსი რადიკალური სიგიჟე…

 

ახლა მართლა ის დროა დავივიწყოთ ყველაფერი და ღირსება შევინარჩუნოთ.

 

პირველად ჩემი 42 წლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემდეგ მგონია, რომ უაღრესად სახიფათო სახელმწიფოებრივი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და მხოლოდ საზოგადოების კონსოლიდაციაზე გადის ჩემი სამშობლოს რეპუტაციის გადარჩენის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების გზა“,- წერს ნიკოლოზ რაჭველი.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

VIDEO: „ნუ მიკივიხარ, წყალი დაალევინეთ“ – გინება და მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

 

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალა

 

რას აკეთებდით მაშინ, როდესაც ცოტნე გამსახურდია შიმშილობდა – წამყვანის კითხვა ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს

 

VIDEO: „ინგამ მომაკვდავი თვალებით გადმომხედა და ბავშვებზე შემეკითხა“ –  ბათუმის ტრაგედიის სულისშემძვრელი ამბავი

 

რამდენი ადამიანი აიცრა 200-ლარიანი დანამატის პროგრამის ამოქმედების შემდეგ

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

ავტორი: Prime Time

X