
„ეს არის პროექტი, რომელშიც ჩაიდო კოსმიურად დიდი სიყვარული, ენერგია, ადამიანური რესურსი, შეუძლებელიდან შევძელით შეგვექმნა ის, რასაც ხვალ ნახავთ!“, – დიზაინერის, ანუკი არეშიძის ახალი საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი „ნიკოლასი“გაყიდვაში ხვალიდან ჩაეშვება.
ინფორმაციას ამის შესახებ ანუკი არეშიძე სოციალური ქსელ Instagram-ზე ავრცელებს.
„ამ პაწაწინა არსებების უკან, იმ ადამიანთა ჯარი დგას, რომლებიც საოცარი პროფესიონალიზმითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. წელიწადზე მეტი დრო დაგვჭირდა იმ პროდუქტის მისაღებად, რასაც ნიკოლასი ჰქვია. ყველაფერი ნაბოლარა ბიჭზე დაიტესტა, ყველა ფეხსაცმელი მისი სიყვარულით და შთაგონებით შეიქმნა, ხოლო შემდეგ უკვე გარდაიქმნა და გამრავალფეროვნდა. ეს არის პროექტი, რომელშიც ჩაიდო კოსმიურად დიდი სიყვარული, ენერგია, ადამიანური რესურსი, შეუძლებელიდან შევძელით შეგვექმნა ის, რასაც ხვალ ნახავთ! ქართული, ნატურალური, ხარისხიანი ნაწარმი! ბავშვების ხაზი არ არის ადვილი საქმე, ურთულესი პაწაწუნა დეტალები, დიდი ყურადღებით, სიყვარულით და სისათუთით მოპყრობას მოითხოვს! ასობით წყვილი ფეხსაცმელი შევკერეთ, სანამ საბოლოო სახე არ მივიღეთ და გამოვიდა! 15 თვიანი მუშაობის შემდეგ ნიკოლასის ბავშვების ხაზი გაყიდვაში ჩაეშვება. ვიცი, რომ ძალიან დიდი ხანია ელოდებით. იმედია, იმედებს არ გაგიცრუებთ. დიდი სიყვარულით, ანუკი და ნიკოლასი“,- წერს ანუკი არეშიძე.
ასევე ანუკი აზიარებს, ფოტოებს, რომლებიც ხვალიდან გაყიდვაში ჩაეშვება.

. „ერთ თვეში ორი შვილი გარდაეცვალა… არც კი იცის ბებომ ეს ამბავი“


























