12:25 | 2020-06-24 ავტორი: თამარ გონგაძე

“მე რომ მოვკვდი, ყველა ქალი დაქვრივდა” – საკუთარ ლექსს ბესიკ ხარანაული კითხულობს

“მე რომ მოვკვდი, ყველა ქალი დაქვრივდა” – საკუთარ ლექსს ბესიკ ხარანაული კითხულობს

ივლისში ბესიკ ხარანაულის ლექსების კრებული გამოვა. “ეჰ ბესარიან” ასე ჰქვია კრებულს, რომელიც პოეტმა პანდემიის დროს დაწერა. ამ ვიდეოში კი პოეტი კითხულობს ლექსს – “მე რომ მოვკვდი, ყველა ქალი დაქვრივდა”. ვიდეოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა ავრცელებს.

 

ამჟამად ბესიკ ხარანაული დუშეთის რაიონის სოფელ ლიშოშია და მასთან სტუმრად ჩასულ ახალგაზრდა მეგობრებს საინტერესო იდეებით უმასპინძლდება.

 

რისი მოწყობა გადაწყვიტეს გომურში ბესიკ ხარანაულმა და გიორგი კეკელიძემ
2020-06-19რისი მოწყობა გადაწყვიტეს გომურში ბესიკ ხარანაულმა და გიორგი კეკელიძემ

 

გიორგი კეკელიძესთან ერთად, საკუთარ გომურში, დაგეგმილი აქვს ლიტერატურული გარემოს შექმნა. ახლა ჯერი გიორგის მარიფათზეა. მიმდინარეობს სპონსორის მოძიება, რომ გომური კეთილმოეწყოს.

 

“ეს იქნება სახელოვნებო სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ახალ ლიტერატურულ ნაწარმოებებს გაუზიარებენ, შედგება ახალი წიგნების პრეზენტაცია, შეკრებები. ეს ყველაფერი დედაქალაქიდან მოშორებით, თიანეთში გაიმართება და ადამიანებს დაეუფლებათ განცდა, რომ დედაქალაქის მიღმაც არსებობს სამყარო” – აცხადებს გიორგი კეკელიძე.

ავტორი: თამარ გონგაძე

X