
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანს პარლამენტში უსმენენ. მინისტრმა გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და მუზეუმებსაც შეეხო.
თეა წულუკიანი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამაზე ბევრს არ ისაუბრებს. წულუკიანის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება, რომ შეფასდეს რა ფორმით არის შესაძლებელი შენობის გადარჩენა.
„მე ამაზე არ დავკონკრეტდები დიდხანს, რადგან არ ვთვლი საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებსაც მაშინ, როდესაც მე ვიდექი ქუჩაში, რუპორით ხელში კულტურის სამინისტროს კიბეებზე და ვყვიროდი, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ცუდ დღეშია-თქო, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში, თანამშრომლობდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჭამდნენ ბატიბუტს, ალბათ, არ ვიცი რას.
მათთან პოლემიკაში არ შევალ. მოკლედ ვიტყვი, დიახ, ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნებ აღდგენილი,“– განაცხადა თეა წულუკიანმა.























