23:27 | 2020-06-09 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მე საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა მოცემული მისგან – გიორგი კვირიკაშვილი

მე საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა მოცემული მისგან – გიორგი კვირიკაშვილი

ერთპიროვნული მმართველობა არსად არაა დადებითი, უნდა მოხდეს რამე ისეთი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას შექმნის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

 

კვირიკაშვილის თქმით, პრემიერობის დროს რაღაც პერიოდში საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება ჰქონდა, თუმცა მერე შეიცვალა.

 

რუსეთთან უნდა დავიწყოთ დიალოგი დიდი ქვეყნის ლიდერების ჩართულობით - მამუკა ხაზარაძე
2020-06-09რუსეთთან უნდა დავიწყოთ დიალოგი დიდი ქვეყნის ლიდერების ჩართულობით - მამუკა ხაზარაძე

 

„როცა პრემიერი ვიყავი, მე საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა მოცემული მისგან რაღაც პერიოდში, მერე რაღაცები აღარ მოეწონა, როგორც ეს უკვე ყველამ იცის და ის ჩაერია ძალიან აქტიურად, დაბრუნდა პოლიტიკაში.

 

ახლა ძალიან ცდილობენ გააფორმონ, რომ მანამდე ქვეყანა დაიქცა და შემდეგ გამოსწორდა, მაგრამ მგონია, რომ თუ კარგად დააკვირდებიან ადამიანები, მთლად ასე არ უნდა იყოს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2018 წლის 13 ივნისს დატოვა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X