20:42 | 2021-07-03 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მე საზოგადოების უმცირეს ნაწილს (უმცირესობას) წარმოვადგენ – გიგი თევზაძე

მე საზოგადოების უმცირეს ნაწილს (უმცირესობას) წარმოვადგენ – გიგი თევზაძე

“არ დაგავიწყდეთ, რომ ქრისტეს ცხოვრება საზოგადოების უმცირესი ნაწილის წარმომადგენლის ცხოვრებაა. ბუდასიც. მუჰამედისაც – ასევე, ოღონდ, ბრძოლით დამტკიცება, რომ მისი უმცირესობა ყველაზე მართალია” – ასე ეხმაურება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე თბილისი პრაიდისა და უმცირესობების წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს.

 

“მე საზოგადოების უმცირეს ნაწილს (უმცირესობას) წარმოვადგენ. უმცირესობად ყოფნა ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობაა. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი მუშაობა, იდეები, წიგნები, საქმეები – უმრავლესობის მოსაწონი/მისაღები იყო. პირიქით, ყველა ჩემი ტექსტი და მოქმედება ჩემნაირი იდეების და ქმედებების ადამიანების აღმოჩენაზეა მიმართული.

 

თუკი ჩვენ ყველა კარგად დავაკვირდებით საკუთარ განწყობებს, სურვილებს, მიზნებს, მივხვდებით, რომ ძალიან ცოტა ადამიანია გარშემო, რომელიც იზიარებს მათ და იგივე ღირებულებებით ცხოვრობს.

 

სამწუხაროდ, საზოგადოება, და მით უმეტეს ჩვენი, ისეა მოწყობილი, რომ გადარჩენისთვის, წარმატებისთვის, სხვა მიზნების მიღწევისათვის დიდ იდეურ ჯგუფებში ვერთიანდებით და თავს ვაჩვენებთ, რომ ძალიანძალიანძალიან ერთ აზრზე და წარმოდგენებზე ვდგევართ.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ ქრისტეს ცხოვრება საზოგადოების უმცირესი ნაწილის წარმომადგენლის ცხოვრებაა. ბუდასიც. მუჰამედისაც – ასევე, ოღონდ, ბრძოლით დამტკიცება, რომ მისი უმცირესობა ყველაზე მართალია.

 

ამიტომ, რამეს კი არ მოვუწოდებ იმათ, ვინც უმცირესობის თვითგამოხატვის შეზღუდვას ცდილობს, პრაიდი იქნება თუ სხვა რამ. არანაირად.

 

ცხადია, რაღაც იდეების გარშემო გაერთიანება აუცილებელია (ასეთია ადამიანების ცხოვრების წესი), მაგრამ, რაღა მაინდამაინც ვიღაცეების შეზღუდვის და აკრძალვის გამო? თქვენც ხომ ხვდებით, რომ ძალადობის გარშემო გაერთიანება ისევ ძალადობას შობს და ბოლოს გაქრება? გაგიმართლებთ, თუ თქვენთან ერთად არა.”- წერს გიგი თევზაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X