
ტერორი იყო თქვენი მხრიდან და შეიძლება, ჩვენც მომკვდარიყავით და სხვაც მომკვდარიყო, – ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა მისი სახლის ჩხრეკის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს – ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. საერთოდ, ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას.
მე ვაანონსებდი სისხლისღვრას იმიტომ, რომ ტერორი იყო თქვენი მხრიდან და შეიძლება, ჩვენც მომკვდარიყავით და სხვაც მომკვდარიყო“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციამ ისინი სახლიდან ცოტა ხნის წინ გაიყვანა.
სამართალდამცველები დილიდან ჩხრეკას ატარებენ გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში.
ჩხრეკა მიმდინარეობდა ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაში. ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძეც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.






















