13:55 | 2020-04-04 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მე ვარ მომატებული რისკის პიროვნება – ამირან გამყრელიძე

მე ვარ მომატებული რისკის პიროვნება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით მედიცინის 2 მუშაკია დაინფიცირებული. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მედპერსონალი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც რისკის ქვეშაა და ამიტომაც მათ ორმაგი სიფრთხილე მართებთ.

 

„მადლობა ჩემს კოლეგებს ექიმებს, ექთნებს, უმცროს სამედიცინო პერსონალს, ყველას ვინც ამ საქმეშია ჩართული. ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანებ. მე ვარ მომატებული რისკის პიროვნება, ამიტომ ვფრთხილობ კონტაქტებს. ბევრი ამბობს, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერებშიო. მე არავისზე ნაწყენი არ ვარ, ეს მე არ მახასითებს. ყოველდღიურად შეხება მაქვს ბევრ ადამიანთან, ამიტომაც მე თქვენთან ვფრთხილობ ურთიერთობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

თუ ყველა წესს დაცივაც, პირველი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, წამალი არა, წამალი გვჭირდება უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე, მაგრამ რომ არ დაგვიინფიცირდეს ხალხი საჭიროა სოციალური დისტანცირება.

 

სასწრაფოს ექიმი დაინფიცირდა! – ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე:

 

სასწრაფოს ექიმი დაინფიცირდა!.. - მას ვირუსი ქმრისგან გადაედო
2020-04-03სასწრაფოს ექიმი დაინფიცირდა!.. - მას ვირუსი ქმრისგან გადაედო
               
„წინა ხაზზე ვარ, უჩვეულო არ ყოფილა“- ინტერვიუ სასწრაფოს დაინფიცირებულ ექიმთან
2020-04-04„წინა ხაზზე ვარ, უჩვეულო არ ყოფილა“- ინტერვიუ სასწრაფოს დაინფიცირებულ ექიმთან

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X