11:01 | 2020-04-28 ავტორი: Prime Time

„მე ვერ ვგრძობ, რომ პაციენტს ვკლავ“ – რას ამბობს ექიმი, რომელიც ევთანაზიის პრაქტიკას გადის – ვიდეო

„მე ვერ ვგრძობ, რომ პაციენტს ვკლავ“ – რას ამბობს ექიმი, რომელიც ევთანაზიის პრაქტიკას გადის – ვიდეო

„ამას მკვლელობას ვერ დავარქმევდი“,- ამბობს დოქტორი ივ დე ლოხტი, რომელიც ბელგიაში ევთანაზიის პრაქტიკას გადის.

 

„BBC“-ის ინფორმაციით, ექიმი, იმ პაციენტებს პასუხობს, რომლებიც ყოველდღე სიკვდილს ელოდებიან, მაგრამ პირადი და ემოციური მიზეზების გამო, ამბობს, რომ მას თვეში, მაქსიმუმ ერთი ევთანაზიის გაკეთება შეუძლია.

 

აქტიური ევთანაზიია ანუ მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია კანონით დაშვებული. ბელგიაში, კანონის ლეგალიზაცია 2002 წელს მოხდა და ცნობილია, რომ ყოველდღიურად, საშუალოდ ექვსი ადამიანი იყენებს ამ მეთოდს.

 

დიდ ბრიტანეთში, ეს მკვლელობად ან გაუაზრებელ მკვლელობად ითვლება, ხოლო მაქსიმალურ სასჯელად უვადო პატიმრობა.

 

შეგახსენებთ, ტომ აქტიური ევთანაზიის საკითხს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა განსხვავებულად აგვარებს.

 

ზოგ ქვეყანაში ევთანაზია ლეგალიზებულია (ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ვაშინგტონის შტატი).

 

ზოგ ქვეყანაში მას მკვლელობად განიხილავენ (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი), ხოლო ზოგან კი დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევენ (გერმანია, ავსტრალია).

საქართველოში პასიური ევთანაზია დაშვებულია, ხოლო აქტიური ევთანაზია კი დანაშაულად ითვლება (თუმცა დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად არის აღი­­ა­რებული, მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით), რომელიც ისჯება 2-დან 5 წლამდე.

ავტორი: Prime Time

X