
სქემმონაზონი სიდონია ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საჯარო წერილს აქვეყნებს.
მისი თქმით, ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები პანიკისა და აღშფოთების საფუძველი არ უნდა გახდეს.
„სანამ პრობლემატიკაში გავერკვეოდი, თვალში მომხვდა ორი რამ: ბავშვების მიმართ ცივი დამოკიდებულება და მეორე, მოუვლელი ეზო… რომელიც ძალიან ბევრს მეტყველებს გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე… მე ვინც მიყვარს, ასეთ ეზოში არ ვაცხოვრებ.
გაორებული ვწერ, ამდენი ბრძოლის მერეც კი, მაინც კომპლექსი მაქვს, რომ ქალი ჩუმად უნდა იყოს, მაშინ, როცა “არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ“(გალ. 3,28). ნუ აჯერებთ მრევლს, რომ მონაზვნობა “ხმის ჩაკმენდას ნიშნავს”! ეს ცხოვრების წესია, რომელიც ჩემიარჩევანი და ნებაყოფლობითი აქტია და არა გარიგება – პიროვნული თავისუფლების დათრგუნვის ხარჯზე სტატუსის მიღებისა! მონაზვნობა არ არის განაჩენი! და ეს სად, იმ ეკლესიაში, სადაც ქალმა, წმინდა ნინომ იქადაგა, აჩრდილივით მომყვება ეს კომპლექსი, მიუხედავად იმისა, რომ გავიაზრე – ეს ასე არ არის (თუ რა და როგორ გავიაზრე, ძალიან მალე გაგიზიარებთ ქალის როლზე, შემდეგში).
P.S. ის, რაც ხდება ეკლესის ირგვლივ, არ უნდა გახდეს პანიკისა და აღშფოთების საფუძველი, მით უმეტეს, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნისა. უნდა გადავხედოთ, რამდენად მართალნი ვართ ჩვენს მოწოდებაში და საქმით ჩავასწოროთ შეცდომები.
ოდესღაც ხომ უნდა გავიზარდოთ, გავიაზროთ, სად და რატომ ვდგავართ, რას და როგორ ვემსახურებით!
მუდამ ყველასთვის მლოცველი
დედა სიდონია.”, – ვკითხულობთ წერილში.
ასევე ნახეთ: თუ იუნისეფმა იკადრა და მოვიდა, რატომ არ მოდის სახალხო დამცველი? ვალდებულია მოგვმართოს – საპატრიარქოს იურისტი























