
„პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი, „რუსთავი 2“-ის მმართველი დირექტორი თაკო ფხაკაძე საკუთარი მხედველობის პრობლემის შესახებ საუბრობს.
„ფარული კონვერტის“ ანონსიდან ირკვევა, მან მხედველობის პრობლემა ჰქონდა და ბევრი ოპერაცია აქვს გაკეთებული.
„მე ვიცი, რას ნიშნავს ვერ ხედავდე. მე მაქვს მხედველობის პრობლემა ახლაც, მაგრამ მქონდა უფრო ძალიან. ბევრი ოპერაცია მაქვს გაკეთებული“, – ამბობს თაკო ფხაკაძე.
სრულ გადაცემას მაყურებელი „რუსთავი 2“-ის ეთერში დღეს, 22:00 საათზე იხილავს.
ცნობისთვის, 2006 წელს თამარ ფხაკაძემ დააფუძნა ანალიტიკური ჯგუფი „პრაიმტაიმი“. 2009 წლიდან გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთი „პრაიმტაიმს“. თერთმეტი წლის განმავლობაში გაზეთი უსინათლო მოქალაქეებისთვის ბრაილის შრიფტითაც გამოიცემოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო
სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა






















