00:26 | 2020-12-11 ავტორი: Prime Time

მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს შეიკრიბება – რა მოხდება საიუბილეო სხდომაზე

მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს შეიკრიბება – რა მოხდება საიუბილეო სხდომაზე

დღეს, 11 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

 

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

 

11 დეკემბერს პარ­ლა­მენ­ტი პირ­ველ სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს აირ­ჩევს, და­ა­კომ­პლექ­ტებს სპი­კე­რატს და კენ­ჭს უყ­რის კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის კან­დი­და­ტუ­რებს.

5 კანონი, რომელსაც პარლამენტი ვერ მიიღებს თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა 
2020-12-105 კანონი, რომელსაც პარლამენტი ვერ მიიღებს თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა 

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის არ­ჩე­ვა პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით მოხ­დე­ბა.

 

მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

 

პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რის პოსტზე წარ­დგე­ნი­ლია გი­ორ­გი ვოლ­სკი, ხოლო უმ­რავ­ლე­სო­ბის კვო­ტით ვიცე-სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას კახა კუ­ჭა­ვა და და­ვით სერ­გე­ენ­კო და­ი­კა­ვე­ბენ.

 

რაც შე­ე­ხე­ბა კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებს, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამგა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შემ­დეგ კან­დი­და­ტუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღო:

 

იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე – ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი;

 

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი – მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე;

ილია ll პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება
2020-12-09ილია ll პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება

 

თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი – ირაკ­ლი ბე­რა­ია;

 

საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტი – ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი;

 

რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტი – სო­ზარ სუ­ბა­რი;

 

სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტი – ირაკ­ლი კოვ­ზა­ნა­ძე;

 

დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტი – და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი;

 

აგ­რა­რულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი – ნინო წი­ლო­სა­ნი;

 

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტი – მაია ბი­თა­ძე;

 

სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტი – ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე;

 

ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი – მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი;

 

დი­ას­პო­რი­სა და კავ­კა­სი­ის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი – ბექა ოდი­შა­რია;

 

ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტი – დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე;

 

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტი – თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი;

 

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტი – მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი;

 

სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სე­სია ხვალ 11 დე­კემ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა.

 

შეგახსენებთ, რომ  საკანონმდებლო ორგანოში მანდატები 9 პარტიამ მოიპოვა, თუმცა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომელიმე ოპოზიციური პარტია გამოიყენებს თუ არა მანდატებს ჯერ უცნობია.

ავტორი: Prime Time

X