12:04 | 2020-12-11 ავტორი: Prime Time

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არასრული შემადგენლობით გაიხსნა

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არასრული შემადგენლობით გაიხსნა

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არასრული შემადგენლობით რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა.

 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, მეათე მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. თუმცა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტირების გამო, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებას 90 დეპუტატით დაიწყებს.

 

ახალ პარლამენტში ყველაზე მეტი – 90 მანდატი (60 – პროპორციული წესით, 30 – მაჟორიტარული წესით) „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

 

 

ავტორი: Prime Time

X