16:53 | 2021-01-16 ავტორი: Prime Time

მედია: ჰაკერებმა სერვერებიდან ვაქცინის შესახებ ცნობები მოიპარეს და ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს 

მედია: ჰაკერებმა სერვერებიდან ვაქცინის შესახებ ცნობები მოიპარეს და ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს 

ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) ცნობით, ჰაკერებმა სერვერებიდან კომპანია Pfizer/BioNTech-ისა Moderna-ს ვაქცინის შესახებ ცნობები მოიპარეს და მათ შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ცნობით, საუბარია Pfizer/BioNTech-ის 2020 წლის დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტაციაზე.

 

როგორც ევროპის წამლების სააგენტოში ამბობენ, ჰაკერების მიერ გავრცელებული ზოგიერთი კორესპონდენცია ყალბია და კრიმინალების მიზანს მოსახლეობაში ვაქცინის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენდა.

 

„სითხე იყო ფილტვში, თირკმელებში იყო ცვლილებები“ - უსიმპტომო კორონავირუსის შემდგომი გართულება ბავშვებში
2021-01-16„სითხე იყო ფილტვში, თირკმელებში იყო ცვლილებები“ - უსიმპტომო კორონავირუსის შემდგომი გართულება ბავშვებში

 

„კორესპონდენციის ნაწილი გამოქვეყნდა არა თავდაპირველი ფორმით, არამედ კრიმინალების მიერ დამატებული კომენტარებით“, – აღნიშნეს EMA-ის წარმომადგენლებმა.

ავტორი: Prime Time

X