19:45 | 2021-04-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მედია – ტური საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში

მედია – ტური საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP საქართველოსთან თანამშრომლობით და თანაორგანიზატორობით, საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში მედია – ტური მოაწყო.

 

26-29 აპრილს, ოთხდღიანი ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები გაეცნენ სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 2018-2020 წლებში განხორციელებულ წარმატების მაგალითებს. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერეს პროექტების ფარგლებში გაწეული სამუშაოები, მიიღეს ინფორმაცია პროექტების შედეგების და მუნიციპალიტეტების მოსახლეობაზე მათი გავლენის შესახებ.

 

ღონისძიების დასკვნითი დღე ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ კარგ პრაქტიკებს დაეთმო. მედიის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრეველმა და მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, უმასპინძლეს. სტუმრებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლის გეგმა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სხვა წარმატებული პროექტები გააცნეს. მიხეილ მეშველიანმა ისაუბრა როგორც ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალზე, მიღწევებისა და პერსპექტივებზე, ასევე, ზემოთ აღნიშნული წარმატებული პროექტის შესახებ.

 

მედიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ქალაქ ცაგერში.

 

ტურის მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული იმ პროექტების და ინიციატივებისადმი ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა, რომლებიც ქვეყნის მაშტაბით საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული.

 

 

(NS)

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X