20:48 | 2020-05-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მედიასთან მუშაობა იცის კაცმა – თან ქრთამი არაა“ – რა საჩუქარი მიიღო ნიკა გვარამიამ

„მედიასთან მუშაობა იცის კაცმა – თან ქრთამი არაა“ – რა საჩუქარი მიიღო ნიკა გვარამიამ

„მთავრი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას კახეთის მხარეში ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ, გიორგი ბოტკოველმა კახეთიდან 1 ყუთი მარწყვი გამოუგზავნა.

 

ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ესე იგი, გუშინდელ ჩემს სტატუსს მარწყვზე, ნახევარ დღეში მოყვა მთელი ყუთი წარმოუდგენელი კახური (სოფელ შაქრიანიდან) მარწყვი საჩუქრად გიორგი ბოტკოველისგან.

 

აი, მედიასთან მუშაობა იცის კაცმა – თან ქრთამი არაა და თან უმაგრესი საჩუქარია, ზუსტად ჩემ გემოვნებაში რომ ჯდება! მადლობა ბოტკო, დონე ხარ.

 

Nika Gvaramia-ს ფოტო.

 

მანამდე ნიკა გვარამია ქსელში წერდა, რომ „წლევანდელი მარწყვის ტოლ-სწორი არ ახსენდება ხანგრძლივი მარწყვის მშთანთქმელი ცხოვრების მანძილზე.

 

„ps ისინი, ვინც ყუნწებს აცლის, შაქარს აყრის, მაცივარში დგამს, როგორც ნაცარქექია ჭყინტ ყველს, წვენს ისე ადენს და მერე, კარამელიზებული ხახვის გემოზე დაყენებულს, მოჭუჭკნულ-გაუბედურებულს კოვზით ჭამს, ხოლო მარწყვისფრად შეფერადებულ, მხოლოდ შაქრის გემოს წვენს ჯამიდან სვამს, ამ სტატუსს ვერასდროს გაიგებენ“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X