12:12 | 2021-07-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით – პრემიერი 

მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით – პრემიერი 

„ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც ჩადენილი იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, 5-6 ივლისს პოლიციამ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და დააკავა 120 ადამიანი.

 

„ამ ორი დღის განმავლობაში დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა უკვე 20 ადამიანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იქნა ჩადენილი თქვენ მიმართ, ყველას მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X