10:36 | 2021-07-15 ავტორი: Prime Time

მედიკოსი, რომელიც აცრაზე უარს იტყვის, უხელფასო შვებულებაში გავა – ნახეთ სად მიიღეს ეს გადაწყვეტილება

მედიკოსი, რომელიც აცრაზე უარს იტყვის, უხელფასო შვებულებაში გავა – ნახეთ სად მიიღეს ეს გადაწყვეტილება

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ვაქცინაცია ამიერიდან სავალდებულო ხდება მოხუცთა მოსავლელი ცენტრების პერსონალისთვის, ხოლო 1-ლი სექტემბრიდან ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენლისთვის.

ეს იყო ძალიან სარისკო ნაბიჯი, რომელმაც არ გაამართლა... ძირითადად ბავშვები დაზიანდებიან, იქნება ჟანგბადის ნაკლებობა - სპეციალისტები „დელტა“ შტამის შესახებ საუბრობენ
2021-07-15ეს იყო ძალიან სარისკო ნაბიჯი, რომელმაც არ გაამართლა... ძირითადად ბავშვები დაზიანდებიან, იქნება ჟანგბადის ნაკლებობა - სპეციალისტები „დელტა“ შტამის შესახებ საუბრობენ

 

 

ირკვევა, რომ ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელი, რომელიც უარს იტყვის ვაქცინაციაზე, სავალდებულო შვებულებაში გავა, თუმცა, ხელფასი არ გადაეხდება.

 

ისინი, ვინც შვებულებაში იქნებიან და იმ პერიოდშიც არ აიცრებიან, სამსახურში არ დაბრუნდებიან და შესაბამისად, თანხაც არ გადაეხდებათ.

 

”არ შეიძლება, რომ აუცრელი ექთანი უვლიდეს პაციენტს, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება ბერძნული საზოგადოების უმეტესობა და მინდა, ყველა პარტიას მოვუწოდო, რომ მხარი დაგვიჭირონ,” განაცხადა კირიაკოს მიცოტაკიმ.

 

 

დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X