
მეგა შოუ „ნიჭიერს“ მეექვსე და საბოლოო ოქროს ღილაკი მომღერალმა ექიმებმა დაიმსახურეს. ნუკი კოშკელიშვილისა და გიორგი ბახუტასვილის რჩეულები, თემურ კაცია და მამუკა გეგელია გახდნენ.
ისინი, თბილისის ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური კლინიკის, კრიტიკული დეპარტამენტის ექიმები არიან.
რეანიმატოლოგები 2 წლის წინ სამეგრელოში, ენგურის ხიდთან მდებარე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში პანდემიის პერიოდში გადავიდნენ სამუშაოდ. მათი თქმით, აფხაზეთიდან ყოველდღიურად ასობით კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოდის სამკურნალოდ და ისინიც მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
ახალგაზრდა ექიმებმა მეგრული სიმღერა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახალხო ანსამბლთან ერთად შეასრულეს.
ემოციურმა ნამღერმა ჟიური და მაყურებელი გულგრილი არ დატოვა და ექიმებს ფეხზე წამოუდგნენ. სიმღერის დასრულების შემდეგ კი ოქროს ღილაკიც დაიმსახურეს და ნახევარფინალში გადავიდნენ.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:






















