13:58 | 2021-08-01 ავტორი: Prime Time

მეექვსე მედალი გარანტირებულია! – იაკობ ქაჯაია ფინალში იჭიდავებს 

მეექვსე მედალი გარანტირებულია! – იაკობ ქაჯაია ფინალში იჭიდავებს 

ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მეექვსე მედალი გაინაღდა.

 

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 130 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაიამ ჩილელ იასმანი აკოსტა ფერნანდესს მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა. შესაბამისად, ქართველმა ფალავანმა მინიმუმ ვერცხლის მედალი გიანაღდა და ახლა უკვე ოქროსთვის იბრძოლებს.

 

ფინალში, იაკობ ქაჯაიას მეტოქე კუბელი მიხაინ ლოპესი იქნება. ოქროს მედლისთვის დაპირისპირება ხვალ გაიმართება.

ავტორი: Prime Time

X