16:00 | 2021-09-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მეეჭვება ეს სუსის ინფორმაცია იყოს, უფრო მგონია, რომ პარტიული ფაბრიკაციაა – მიტროპოლიტი სტეფანე გავრცელებულ ჩანაწერებზე

მეეჭვება ეს სუსის ინფორმაცია იყოს, უფრო მგონია, რომ პარტიული ფაბრიკაციაა – მიტროპოლიტი სტეფანე გავრცელებულ ჩანაწერებზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჩანაწერებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, თავადაც ფიგურირებს, ფაბრიკაციას უწოდებს და კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენელთან ურთიერთობასაც არ ადასტურებს.

 

ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი სწორედ გავრცელებული ჩანაწერები გახდა. სასულიერო პირების ნაწილმა მიტროპოლიტს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა. ეპარქიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ადამიანები ეკლესიიდან განიკვეთებიან.

 

ვის აქვს პატრიარქობის ამბიციები? - ფარულ ჩანაწერში ოთხი მიტროპოლიტი სახელდება
2021-09-15ვის აქვს პატრიარქობის ამბიციები? - ფარულ ჩანაწერში ოთხი მიტროპოლიტი სახელდება

 

„სისულელეა, არც ასეთი თანამშრომელი არსებობს, არც ასეთი ცენტრი არსებობს. სუსი ასეთ იაღლიშებს, ასეთ შეცდომებს არ უშვებს.

 

აქედან გამომდინარე, მეეჭვება ეს სუსის ინფორმაცია იყოს, უფრო მგონია, რომ პარტიული ფაბრიკაციაა. ამ ხალხს, რომელიც ამათ ემსახურება პოლიტიკურ-ეკლესიურ ამბოხებაში, განვკვეთავ ბოლომდე, მათი ერისკაცობამდე დაყვანა მოხდება ყველასი.

 

ვინც დღეს მონაწილეობდა და ვინც კიდევ გაბედავს ასეთ რამეს, ყველას გაეცემა კანონიკური პასუხი“, – აცხადებს მიტროპოლიტი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X