18:04 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

მეეზოვემ ჩანთით 19 000 ევრო იპოვა – გაინტერესებთ, როგორ მოიქცა ის?

მეეზოვემ ჩანთით 19 000 ევრო იპოვა – გაინტერესებთ, როგორ მოიქცა ის?

ქალბატონი ევაგელია საბერძნეთში, მონასტირაკზე მეეზოვედ მუშაობს.

 

მან დიდი რაოდენობის თანხით სავსე ჩანთა იპოვა. ბერძნული მედიის ცნობით, ჩანთაში 19 000 ევრო იდო.

 

 

ნახეთ ვიდეო: მეეზოვემ ჩანთით 19 000 ევრო იპოვა

 

 

როგორ მოიქცა ის?

 

მეეზოვე ქალი პოლიციაში წავიდა, სამართალდამცველებს მომხდარი შესახებ უამბო და სთხოვათ, ჩანთის პატრონი მოეძებნათ.

 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ამაყობს საკუთარი ქმედებით და ამბობს, რომ რამდენიც უნდა ყოფილიყო თანხა, იგივეს გააკეთებდა:

 

„რამდენჯერაც უნდა მეპოვა თანხა, რა რაოდენობისაც უნდა ყოფილიყო, ისევ იგივეს გავაკეთებდი. ახლა თანხა ძალიან დიდი იყო და მაშინვე ვიფიქრე, რომ პატრონს ის, ალბათ, ძალიან სჭირდებოდა“, – ამბობს მეეზოვე.

 

ათენის მერმა ქალბატონს უკვე გადაუხადა მადლობა გამოჩენილი პატიოსნებისთვის, მითუმეტეს, ისეთ რთულ პერიოდში, რომელშიც ახლა არა მხოლოდ საბერძნეთი, არამედ მთელი მსოფლიო იმყოფება.

 

 

ავტორი: Prime Time

X