
თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას ამცნობს.
„მეგობრებო, ბედნიერი ვარ! ჩემი ირმა გიგანი ავსტრიის ბეხშტეინ – ბრუკნერის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის და ყველა სპეცპრიზის გამარჯვებული გახდა – გილოცავ დე”, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ამ სასიამოვნო სიახლეს სოციალურ ქსელში თავად ირმა გიგანიც აზიარებს.
„სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა შედეგები და დიიიდი სიხარულით გიზიარებთ რომ მოვიგე BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსი, I პრემია და ყველა სპეც. პრიზი (მოცარტის სონატის საუკეთესო შესრულებისთვის და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის)“ – წერს ირმა გიგანი.























