
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში 4 წლით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
„მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას!“,- წერს გიორგი რურუა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
მას გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.























