14:08 | 2020-10-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“მეგობრებს კორონავირუსი გადავდე” – რა სიმპტომები აქვს სახლში მყოფ სოფო გელოვანს

“მეგობრებს კორონავირუსი გადავდე” – რა სიმპტომები აქვს სახლში მყოფ სოფო გელოვანს

სოფო გელოვანი კოვიდპაციენტთა სიაშია. მომღერალს ვირუსის სიმპტომები დაბალი სიცხით დაეწყო. ახლა მხოლოდ მსუბუქი ყელის ტკივილი აქვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელშიც დაპოსტა. როგორც ამბობს, თავს მხნედ გრძნობს და ჯერჯერობით სახლშია.

 

სოფო გელოვანი: – 18 ოქტომბერს, საღამოს, 37 და 2 მომცა სიცხე. მქონდა ყელის ტკივილიც და გადავწყვიტე, რომ ტესტი უნდა გამეკეთებინა. დადებითი პასუხის შემდეგ გადამოწმება არ მიცდია. ახლა გავიგე, რომ ჩემს სამ მეგობარს, ვისთანაც კონტაქტი მქონდა 18-ში, დღეს უკვე სიცხეები აქვთ. გამოდის, რომ მათ კორონავირუსი მე გადავდე. ჯერ ტესტი არ აუღიათ.

 

თუ როგორ გრძნობს თავს მომღერლის ქმარ-შვილი, წაიკითხეთ Prime ამბებზე.

ავტორი: თამარ გონგაძე

X