12:09 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

მეხანძრე-მაშველებმა, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ, 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მეხანძრე-მაშველებმა, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ, 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორია ნიუ-ჰოსპიტალთან უმძიმესი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა - ექიმის განმარტება
2021-06-13როგორია ნიუ-ჰოსპიტალთან უმძიმესი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა - ექიმის განმარტება

 

„მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 6 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 13 ივნისის ტრაგედიის დროს ერთ-ერთი პირველი მორეაგირე იყო. მეხანძრე-მაშველები იმ პერიოდში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ ჩართულები.

 

მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი მამუკა სეფიაშვილი და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ კერესელიძე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X