
ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ბასლახუში, კერძო სახლის სხვენს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის შესახებ შეტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 16:30 საათზე მიიღო.
შემთხვევის ადგილზე ოჩამჩირიდან, სახანძრო-სამაშველო ორი ბრიგადა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მივიდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლების მისვლამდე, სახლი მთლიანად დაიწვა.
ავტორი: თეა შონია






















