11:41 | 2020-05-05 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მეხუთე დღეა აჭარაში COVID-19-ს ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მეხუთე დღეა აჭარაში COVID-19-ს ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში, ბოლო ხუთი დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბათუმის ლაბორატორიებმა 140 პირის სინჯი გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.

 

რეგიონში ტესტირება 5 000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა, მათ შორის 1 000-მდე სამედიცინო პერსონალი იყო.

 

ბოლო მონაცემებით:

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

 

მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X