
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საკუთარი არჩევანი ფლორიდაში გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ მისცა ხმა მეუღლესთან ერთად გასულ კვირას, მელანია ტრამპა უპასუხა, რომ მას სურდა, საკუთარი არჩევანი არჩევნების დღეს გაეკეთებინა.
აშშ-ში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 100 მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა.
ცნობისთვის თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ხმის წინასწარი მიცემის უფლებით ისარგებლა და თავისი არჩევანი გასულ კვირას გააკეთა.























