
მელია-ელისაშვილის დაპირისპირებამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ მეგი გოცირიძეს პრეზერვატივი “სიკოს” რეკლამა გაახსენა.
“თუ გახსოვთ პრეზერვატივ “სიკოს” რეკლამა რომ გადიოდა, აი ჭიაყელა რომ გამოხოხდება ჯიხურის ქვემოდან, კისერს რო გაწელავს და ამაყად აგრძელებს ხოხვას, აი ესაა ელისაშვილი, თან ძალათ რომ იბრაზებს თავს და უკანა რიცხვით მჯიღებს ირტყამს”, – წერს მეგი გოცირიძე.
ცნობისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდის გამო პარლამენტმა იმუნიტეტი შეუწყვიტა.
სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად საკუტარი ხელფასი გადაურიცხოს, რამაც მელიას გაღიზიანება გამოიწვია.
ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან მაგ პარლამენტიდან, რა შენი ხელფასიდან გადამიხდი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგვიანებით პასუხის-პასუხიც ვიხილეთ . ელისაშვილმა მელიას მასთან მიმართებაში სიტყვებისა და გამონათქვამების გაკონტროლებისკენ მოუწოდა.
“ნიკა მელია დაუკრეფავში გადავიდა აშკარად ჩემთან მიმართებაში და მინდა შევახსენო, კარგად გაიხსენოს, მე ვინ ვარ, ვიღაც-ვიღაცებში არ ავერიო. ვისთანაც ასე ლაპარაკს მიეჩვია, იმ ხალხში ნუ ავერევი. ეს კარგად გაითვალისწინოს. კი ბატონო, ემოციურად მძიმე დღე აქვს, მაგრამ ცოტა მეტად გააკონტროლოს ჩემთან მიმართებაში თავისი გამონათქვამები და სიტყვები”, – ამის შესახე “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.






















