
ქართველი ტრანსგენდერი ქალი ადელინა რობერტსი „პრაიმტაიმს“ უყვება, თუ როგორ გახდა ის ბულინგის მსხვერპლი იმის გამო, რომ მას სიკეთის კეთება სურს, თუმცა ამის უფლებას საზოგადოების წევრები არ აძლევენ და აბულინგებენ.
მისი თქმით, მან შექმნა ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანია, ადამიანების ერთმანეთთან დაახლოება, მეტი სითბოს გაცემა, გაჭირვებული ადამიანების დახმარება და ა.შ.
„გავაკეთე ჯგუფი სახელად „იღადავე სხვა რა გზაა“.
ჯგუფის მიზანი არის ადამიანების ერთმანეთთან დაახლოება, მეტი სითბოს გაცემა და ასე შემდეგ, თუმცა მთავარი მიზანი არის და იქნება ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება, რომ დავეხმარო გაჭირვებულ ოჯახებს ჩემს გუნდთან ერთად.
ეს ჯგუფი გართობის გარდა, საქველმოქმედოდ შევქმენი, არ ვითხოვ არავისგან თანხის ჩარიცხვას, პირიქით მე და ჩემი გუნდი საკუთარი ხარჯებით ვცდილობთ დავეხმაროთ ადამიანებს.
ამის გამო გავხდი საშინელი ბულინგის მსხვერპლი სხვადასხვა ადამიანებისგან და მოდერატორებისგან.
ასევე საზოგადოების დიდი ნაწილისგანაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსგენდერი ადამიანი ვარ.
ყველანაირად მიშლიან ხელს, მირეკავენ, მწერენ, მემუქრებიან. ერთ-ერთმა დამირეკა და მითხრა, რომ ისიც ვენაშია და რომ მნახავს, როგორც მამაკაცს ისე გამისწორდება.
მიზეზი, რომ ვკითხე მითხრა, რომ ან ჯგუფს გავაუქმებ ან თავად დამირეპორტებს.
თითქმის ყოველდღე მემუქრებიან მეც და ჩემს გუნდსაც ამ ჯგუფის დარეპორტებით, ანუ სიკეთეს მიკრძალავენ.
ადამიანებმა დიდი წნეხის ქვეშ მომაქციეს დამაბულინგეს მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ადამიანებს დავეხმარო ისინი მეუბნებიან, რომ ტრანსს არ აქვს უფლება საერთოდ საქართველო ახსენოს და მითუმეტეს ტრანსის დახმარება არავის არაფერში სჭირდება.
მინდა ამ თემაზე ხმამაღლა ვისაუბრო, რომ გაიგონ ადამიანებმა, ტრანსგენდერებსაც გვტკივა სხვისი ტკივილი და რომ არ არის ჰუმანური, მიშლიდნენ სიკეთის კეთებას, მხოლოდ იმიტომ რომ მათ არ მოვწონვარ.
შარშანაც დავიწყე ამ საქმის კეთება და 8 თვეში 30 გამომწერი იყო რადგან არ ვიხდიდი ლაივებში და არ ვიწვევდი ხალხს.
არავინ დამიდგა გვერდში, ამ ახალ ჯგუფში კი მომიწია რაღაც შოუს ელემენტები ჩამერთო, რომ ხალხი მოსულიყო და 10 დღეში 1 600 გამომწერზე მეტი მოგროვდა.
იმაზე აღარ დავიწყებ საუბარს, როგორ მლანძღავენ იმის გამო, რომ ტრანსგენდერების კონკურსზე საქართველო ვახსენე და რუსეთს შევეხე არ მქონია უფლება თურმე მეთქვა რომ რუსეთი ოკუპანტია, მირეკავენ და მეუბნებიან რომ რუსეთი გვჭირდება ზუსტად იმიტომ, რომ ჩემნაირი ადამიანები დაწვან.
მეუბნებიან მიდი შენც გადაისხი ბენზინი და თავი დაიწვი და შენც დაისვენებ და ჩვენცო.
შემიძლია გაჩვენოთ ნაწერები, როგორ მემუქრებიან.
კიდევ ერთხელ ვამბობ მე არ მჭირდება ხალხის ფული.
მე დავდებ ინფორმაციებს ოჯახებზე, მოხუცებზე მე და ჩვენი ხარჯებით ვიზამთ რაღაცას ხოლო საზოგადოებას შეუძლია თავად დაეხმარონ კონკრეტულ ოჯახებს პროდუქტებით თანხით თუ ტანსაცმელით.
ახლა პირველ პრიზს 200 ლარს ვათამაშებ 24 მაისს გამოვლინდება გამარჯვებული, მივიღე ეს გადაწყვეტილება კარანტინის და კორონავირუსის გამო რადგან ვიცი და მესმის, რომ ადამიანებს ეკონომიკური სიდუხჭირე დაატყდათ თავს, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება ეს პრიზი დამეწესებინა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ლგბტ თემის წევრებისგანაც გავხდი ბულინგის მსხვერპლი“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ადელინა რობერტსი.
ცნობისთვის, ქართველი ტრანსგენდერი ქალი ადელინა რობერტსი საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2019“ მონაწილეობდა.
























