14:29 | 2021-02-10 ავტორი: Prime Time

მეორე ადამიანი არ არსებობს, ვინც გაიგებს და გაიზიარებს ჩემს პრობლემას – მაია კაჭკაჭიშვილი შვილებზე და ოჯახურ ტრაგედიაზე

მეორე ადამიანი არ არსებობს, ვინც გაიგებს და გაიზიარებს ჩემს პრობლემას – მაია კაჭკაჭიშვილი შვილებზე და ოჯახურ ტრაგედიაზე

მაიკო კაჭკაჭიშვილი ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორია, რომელიც მუდმივად არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ის გემოვნებიანი მუსიკის შექმნის გარდა, პირდაპირობითაც გამოირჩევა, შესაბამისად მუდმივად აქტუალურია.

 

მაიკო ორი შვილის დედაა, მას და ასევე, ცნობილ მუსიკოსს ტყუპი ვაჟები ჰყავთ, რომლებიც ნიჭიერებით გამოირჩევიან.

 

მაიკოს და ლევანის ოჯახი ბევრი წლის წინ დაინგრა. რამდენიმე თვის წინ, ჟურნალმა „თბილისელებმა“ ლევან ლაზარიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მუსიკოსი ყოფილ მეუღლესთან შერიგებას არ გამორიცხავდა, თუმცა მაიკო კაჭკაჭიშვილი ოჯახის აღდგენას არ აპირებს და ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილ ქმართან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვს.

 

გასული წელი კაჭკაჭიშვილისთვის მძიმე აღმოჩნდა, ერთ კვირაში მან ოჯახის ორი უსაყვარლესი წევრი დაკარგა – ბებო და ბიძა.
– ძალიან მძიმე იყო ეს წელი ჩემთვის. ერთ კვირაში დავკარგე ოჯახის ორი წევრი. ჩემი ბებო და ბიძა.

 

– როგორ გაიხსენებთ ბებოს, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ?

 

– ჩემი გამზრდელი ბებო იყო. მას არასდროს აუწევია ხმა ჩემთვის. ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული იყო, ჯერ იყო ბებო, შემდეგ შვილები და დედა. მთელი ცხოვრება პირველ ადამიანად დარჩება ის ჩემთვის.

 

კითხვა განაგრძეთ: primeambebi.ge-ზე

 

ავტორი: Prime Time

X