15:00 | 2021-06-19 ავტორი: Prime Time

მეორე დილით რომ გამოვფხიზლდი და ისევ გათხოვილი აღმოვჩნდი, შოკი დამემართა – მარიამ კუკუნაშვილი ქმართან შერიგებას იხსენებს 

მეორე დილით რომ გამოვფხიზლდი და ისევ გათხოვილი აღმოვჩნდი, შოკი დამემართა – მარიამ კუკუნაშვილი ქმართან შერიგებას იხსენებს 

სუროგაციის ცენტრ “ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში ქმართან შერიგების შემდეგ იმ მოგზაურობაზე წერს, რომელიც ერთად გაატარეს. მანამდე კუკუნაშვილმა დაწერა, რომ ის ქმარმა სხვა ქალის გამო მიატოვა.

 

„როგორი კონფიდენციალური ქორწილი იყო და მაინც გაჟონა ახალ ამბებში. არადა ქორწილი როგორ იყო იცით? იმდენად დიდი იყო ტკივილი ღალატისა, ფხიზელი არ შევხვდი. ერთი ორი ჭიქა ღვინო გადავკარი, შევურიგდი და ესე შეზარხოშებულ მდგომარეობაში გავფრინდით. გემზე გადაიხადა დიდებული ქორწილი და მთვრალი პატარძალიც უბერავდა. ოკეანეში ბოთლი და შიგ დატანებული სურვილიც ვისროლე. მანამდე ჰაუზერს ჩემი ხელით დაწერილი წერილი აუზში ჩავუტანე შენ და შენს გოგოს გელით ხის გემზე ჩვენს ქორწილში შენი ვიოლონჩელოთი ვალსი უნდა დაუკრა თქო. იმ ქორწილის ფოტოები არც გამომიქვეყნებია.

 

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოსა და სინდი კროუფორდის საღამოებზე საპატიო სტუმარია?!
2021-06-19ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოსა და სინდი კროუფორდის საღამოებზე საპატიო სტუმარია?!

 

ხოდა მეორე დილით რომ გამოვფხიზლდი და ისევ გათხოვილი აღმოვჩნდი, შოკი დამემართა. მალდივიდან თბილისამდე სულ ტირილ ტირილით ვიფრინე რა თავში ქვა სახლელად მინდოდა ისევ ეს გათხოვება თქო. იქით დისქავერი იღებდა ჩემს მოწყობილ გულაობებს სახლში, იქით აფრიკაში დავფრინავდი მეგობრებთან ერთად ჟირაფებისთვის ჩემი ხელით საჭმელი უნდა მეჭმია. მაიამიზე მარტოხელების კარიბეან კრუიზი მქონდა დაჯავშნილი …. რეივ კლუბებში ცემენტზე და ნაგავშიც მეძინა… ბავშვებს სახლიდან წასულ მამას ვუგზავნიდი ხოლმე და რაც წარსული იყო სულ იმას წუწუნებდა ძიძად ნუ გადამაქციეო იქით ის საცოდავი გოგო მწერდა, ეს მოწყენილი და დაღლილი კაცი რაში მჭირდებაო.

 

მოკლედ ასე იყო თუ ისე, დამედო ბორკილები ისევ ესე ჩემდა მოულოდნელად და ხომ წარმოგიდგენიათ მაგ გათხოვების მერე რა მძიმე დილა გამითენდა. მაგრამ კომპრომოსი შედგა და მას მერე შევთანხმდით რომ საყვარელი უნდა დამიძახოს და მე არავის ცოლი და კერძო საკუთრება არ ვარ ამიერიდან. ასე რომ ახალო ამბებო, გეშლებათ ქმარი ცოლი არ გამაგონოთ“,- წერს მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, ის სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში წერდა, რომ გასულ სექტემბერს ქმარმა მიატოვა.

ავტორი: Prime Time

X