12:25 | 2021-05-10 ავტორი: Prime Time

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალბატონს ტყიბულში 9 მაისი მიულოცეს

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალბატონს ტყიბულში 9 მაისი მიულოცეს

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ელენა გველესიანს და გრიგოლ გაბრიაძის შვლის, თამარ გაბრიაძეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოჯახებში მიულოცეს და სასაჩუქრე კალათები გადასცეს. მთ  მუნიციპალიტეტისგან ფულად დახმარებაც ჩაერიცხებათ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X