21:59 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

მეორე მსოფლიო ომში სიკვდილს გადარჩენილმა გერმანელმა ტყვემ, წლების შემდეგ საკუთარი ექიმი თელავში მოძებნა

მეორე მსოფლიო ომში სიკვდილს გადარჩენილმა გერმანელმა ტყვემ, წლების შემდეგ საკუთარი ექიმი თელავში მოძებნა

„ექიმი, რომელმაც დაამარცხა ომი“- ასე იხსენიებენ თელავში, გარეგნობით გამორჩეულ, ზღვისფერთვალება სოფიო გრიშიკაშვილს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის უმძიმეს ეპოქაში, საველე ჰოსპიტალში, ტიფით დაავადებულ გერმანელ ტყვეებს, მკურნალობდა.

 

თელავის ევაკო-ჰოსპიტალში, 23 წლის ექიმი, 1943 წელს მიიღეს. ზუსტად იმ დროს, როცა მსოფლიო, ფაშიზმის წინააღმდეგ, გადამწყვეტ შეტევას ახორციელებდა.

 

ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდა ექიმი, სასიკვდილო ინფექციას არ შეუშინდა და ტიფით დაავადებული გერმანელი ტყვეების მკურნალობას შეუდგა.

 

სოფიო გრიშიკაშვილის თავდაუზოგავ ბრძოლას ომისა და დაუნდობელი ინფექციის წინააღმდეგ, ახლა მისი ოჯახის წევრები და კოლეგები იხსენებენ.

 

ლია გოზალიშვილი, ცნობილი ექიმის ერთადერთი ვაჟის მეუღლეა. დროისაგან გაცრეცილ ფოტოებსა და სოფიოს უჩვეულო ისტორიას, სწორედ ის ინახავს.

 

„სადაა ფეხები?!- დაიძახა ექიმმა და გოგონას მოჭრილ ტერფებს, ყუთიდან, გამდნარი თევზი ამოჰყვა...“ - როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელიც ქართველმა ქირურგმა გადაარჩინა
2020-06-01„სადაა ფეხები?!- დაიძახა ექიმმა და გოგონას მოჭრილ ტერფებს, ყუთიდან, გამდნარი თევზი ამოჰყვა...“ - როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელიც ქართველმა ქირურგმა გადაარჩინა

 

სონიკო გაჭირვებულ ოჯახში გაიზარდა. მამამ ცოლ- შვილი მიატოვა და დედამ, შვილები, ხელსაქმით ნაშოვნი ფულით გამოზარდა. გაჭირვების მიუხედავად, სამკურნალო ფაკულტეტი მაინც დაამთავრა. თელავის ჰოსპიტალში, მაშინ მივიდა, როცა ფაშიზმის წინააღმდეგ, გადამწყვეტი ბრძოლები იყო, სტალინგრადთან, კურსკში. ჩემი ბრძოლა აქ იყოო, ამბობდა- ხოლმე”-იხსენებს ” პრაიმტაიმთან” ლია გოზალიშვილი.

 

ახალგაზრდა ექიმი უმძიმეს ავადმყოფებს წუთითაც არ ტოვებდა და თითოეულის სიცოცხლის გადასარჩენად, ჰოსპიტალის პერსონალთან ერთად იბრძოდა. სხვათა სიცოცხლის შენარჩუნებისათვის ყოველწუთიერი მცდელობისას, სოფიო გრიშიკაშვილი მძიმე ინფექციით თავადაც დაავადდა.

 

ლია გოზალიშვილი გვიყვება:

 

სონიკოს ტიფი გადასდებია და ორი კვირის განმავლობაში, სიკვდილთან პირისპირ დარჩენილა. თავად იხსენებდა- ხოლმე, ბიჭებს აჯობა და მე გადავურჩიო. როგორც ჩანს, სხვათა გადასარჩენად მებრძოლი ქალი, ღმერთმა არ გაიმეტა“.

 

სიკვდილს გადარჩენილი ექიმი, თელავის ჰოსპიტალში, კვლავ პაციენტებს დაუბრუნდა და 1945 წლამდე, მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე იმუშავა.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

ლია გოზალიშვილი ყვება, რომ სოფიოს საკუთარ თავსა და თავგანწირვაზე ლაპარაკი არ უყვარდა.

 

„საკუთარ თავსა და გადარჩენილ ადამიანებზე ლაპარაკით არავის აწუხებდა. ამას საკუთარ მოვალეობად თვლიდა, მაგრამ განა ყველა შენარჩუნებული სიცოცხლე, გმირობა არ არის? მით უფრო, როცა სასიკვდილო ინფექცია გიტევს და მედიცინას ისე ცოტა შეუძლია, როგორც იმ ეპოქაში.

 

მას სძულდა ომი, რომელიც თვითონ დაამარცხა და არ ეშინოდა სიკვდილის, რომელსაც ყოველდღე თვალებში უყურებდა“.

 

უნიკალური „პალტონკა“-ს ისტორია - 102 წლის მანქანა ფასანაურელი ექიმის კოლექციაშია
2020-05-19უნიკალური „პალტონკა“-ს ისტორია - 102 წლის მანქანა ფასანაურელი ექიმის კოლექციაშია

 

სოფიო გრიშიკაშვილის მიერ გადარჩენილმა სიცოცხლემ, ათეული წლების შემდეგ, საზღვრები მაინც გაარღვია და 90- იანი წლების მიწურულს, ყოფილმა გერმანელმა ტყვემ, თავის მხსნელს, ოჯახში მიაკითხა.

 

რძალი იხსენებს, რომ ექიმისა და პაციენტის შეხვედრა ემოციური და ამაღელვებელი იყო:

 

„არასოდეს მინახავს ასეთი მადლიერება. მოვიდა მამამაკაცი უზარმაზარი თაიგულით, ხან იცინოდა, ხან ცრემლები სდიოდა. გადამრჩენელ ექიმს დაჩოქილი ემადლიერებოდა. ამბობდა, სწორედ ეს თვალები, სიცოცხლისკენ მეძახდნენო. სონიკოს გარდა, ეძებდა ექთანსაც, რომელიც მას ჰოსპიტალში უვლიდა. ფოტოები გვქონდა, მაგრამ მერე გამგეობაში წაიღეს და აღარ მინახავს.”

 

სოფიო გრიშიკაშვილის, სხვათა სიცოცხლისათვის შეუპოვარი ბრძოლის ისტორია, იციან მისმა კოლეგებმაც.

ცივი ომის ლეგენდა - როგორ გაიქცა საბჭოთა ჯაშუში ბრიტანეთის ციხიდან
2020-05-17ცივი ომის ლეგენდა - როგორ გაიქცა საბჭოთა ჯაშუში ბრიტანეთის ციხიდან

თელავის პოლიკლინიკის ექთანი, ციალა მეტრეველი იხსენებს, რომ საკუთარ გმირობაზე საუბრით, ექიმი არასოდეს, არავის აწუხებდა:

 

ჩვენ, ყველამ, ვიცოდით, რომ ის გერმანელი ტყვეების სიცოცხლის გადასარჩენად, თავდაუზოგავად იბრძოდა. მაგრამ თვითონ ამაზე არ ყვებოდა. არაჩვეულებრივი ექიმი იყო, თავის საქმეზე შეყვარებული”.

 

სოფიო გრიშიკაშვილი, რამდენიმე წლის წინ, 80 წელს გადაცილებული, გარდაიცვალა. მისი ხსოვნის პატივსაცემად, ოჯახის წევრები, ყოველწლიურად, თელავში, ჯერ კიდევ შემორჩენილ გერმანელების სასაფლაოზე, ყოველწლიურად დადიან.

 

როგორც ლია გოზალიშვილი ამბობს, „ეს სონიკოს სურვილი იყო, ნიშნად იმისა, რომ სიცოცხლეს, ეროვნება ომშიც არ აქვს“.

ავტორი: Prime Time

X