
გარდაცვლილი თამუნა ბაჩალეიშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
„მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა, ინგლისურის საერთაშორისო ენის მოსაპოვებლად და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს, რატომ მოიკლავდა თავს.
არავინ არაფრის საქმის კურსში არ მაყენებს, ანალოგიურად, როგორც ძებნისასაც ვიხვეწებოდი ხელჩასაჭიდი თუ გაქვთ გამაგებინეთ მეც, იქნება რაღაცაში გამოგადგეთთქო, არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე.
შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო იქნება სხვა რაღაცეებში შეაღწია ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა. უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას, იმთავითვე თამუნას კომპიუტერზეც ვეხვეწებოდი, წაიღეთ და გახსენით დროზე მეთქი, არ მიჰქონდათ, არავინ მოსულა, რამიშვილის გარდა”, – აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.
5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის ანა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.























