19:32 | 2020-10-16 ავტორი: Prime Time

მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება! – გიორგი ფხაკაძე 

მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება! – გიორგი ფხაკაძე 

გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინების და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება.

 

„რომ შეხედოთ დროს, აბსოლუტურად ერთი-ერთში ჯდება. იწყება ოქტომბერში, დეკემბრის ბოლოს იქნება პიკი, დეკემბრის ბოლოდან უკვე ჩამოდის ქვემოთ და მესამე, პატარა ტალღა იქნება, დაახლოებით, აპრილში-მაისში“, – განაცხადა „დღის კურიერში“  გიორგი ფხაკაძემ.

 

 

პროფესორ გიორგი ფხაკაძის პროგნოზით, გაზაფხულზე კორონავირუსის მესამე მცირე ტალღაა მოსალოდნელი

ავტორი: Prime Time

X