23:06 | 2021-05-19 ავტორი: თათია ცუკოშვილი

„მეოთხე ტალღის არიდება შესაძლებელია“ – გიორგი ფხაკაძის პოზიტიური პროგნოზი

„მეოთხე ტალღის არიდება შესაძლებელია“ – გიორგი ფხაკაძის პოზიტიური პროგნოზი

დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგია ზაფხულში, არსად წავა ვირუსი, მაინც იტრიალებს. მეოთხე ტალღა სექტემბერში გარდაუვალია. აღმავალი პერიოდი მაისის ბოლოს, შარშანდელის მსგავსად, ჩაცხრება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

 

მისივე თქმით, მომდევნო ტალღის არიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ზრდასრული მოსახლეობის 70% მაინც იქნება აცრილი.

 

„იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით, მაქსიმალურად იყავით გარეთ, სუფთა ჰაერზე. “მაისის ბოლო კვირას, იმედია, რომ ჩაცხრება მაჩვენებლები, რაც ძალიან კარგი იქნება. დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგია ზაფხულში, არსად წავა ვირუსი, მაინც იტრიალებს და მოვემზადოთ სექტემბრისთვის,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

 

„ნაღვლიანია და ადვილად შესამჩნევია მისი უხასიათობა“ – სად და რა პირობებში იმყოფება ბავშვი, რომელსაც მშობლები ნარკოტიკების გაყიდვას აიძულებდნენ

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X