12:53 | 2020-05-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მექანიკური შეცდომაა… არ შეესაბამება სიმართლეს! – რა შეცდომა დაუშვა ცერცვაძემ პირდაპირ ეთერში

მექანიკური შეცდომაა… არ შეესაბამება სიმართლეს! – რა შეცდომა დაუშვა ცერცვაძემ პირდაპირ ეთერში

თენგიზ ცერცვაძის განცხადება ობიექტურობას აცდენილი და მექანიკური შეცდომაა, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფექციურ საავადმყოფოში კლინიკის დირექტორის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადეს.

 

„ობიექტურობას აცდენილია, მექანიკური შეცდომაა და აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, კლინიკა მოგვიანებით გაავრცელებს განცხადებას“, – განმარტავენ კლინიკაში.

 

ტურისტული სეზონის გახსნა ტრანსპორტის ამოქმედებაზე უფრო მეტ რისკს შეიცავს - ცერცვაძე
2020-05-26ტურისტული სეზონის გახსნა ტრანსპორტის ამოქმედებაზე უფრო მეტ რისკს შეიცავს - ცერცვაძე

 

ცნობისთვის,„კავკასიის“ ეთერში თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19 222-370 ათასმა ადამიანმა უკვე გადაიტანა.

 

მისივე თქმით, საქართველო სწრაფ ტესტებს არა დაავადებულების, არამედ დაავადება გადატანილების გამოსავლენად იყენებს. ამ პროცესში კი კვლევა ჩაუტარდა 1000 ჯანმრთელ ადამიანს, რომელთაგანაც 6-დან 10 პროცენტამდე პირს დაუდგინდა, რომ ვირუსი გადაიტანა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X