20:29 | 2021-04-04 ავტორი: Prime Time

მექსიკაში 13 წლის მოზარდი, რომელიც COVID-19-ის დამარცხებას აკვაპარკში აღნიშნავდა, დაიხრჩო

მექსიკაში 13 წლის მოზარდი, რომელიც COVID-19-ის დამარცხებას აკვაპარკში აღნიშნავდა, დაიხრჩო

27 მარტს, მექსიკაში 13 წლის მოზარდი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას აკვაპარკში აღნიშნავდა, დაიხრჩო. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

 

შემთხვევა მექსიკის კალაკ პლაია-დელ-კარმენში მოხდა. 13 წლის ლეონარდო ლუნა გერერო მშობლებთან და სამ და-ძმასთან ერთად გასართობად აკვაპარკში წავიდა. მოზარდს ფეხი წყლის ფილტრში გაეჭედა და ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლო. თავდაპირველად მშობლებს ეგონათ, რომ მათი შვილი ხუმრობდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ის წყლის ზედაპირზე ვეღარ ამოდიოდა.

 

ბიჭი მალევე ამოიყვანეს აუზიდან და საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

 

 

 

45 წლის ქალი ღუმელს ანთებდა, რა დროსაც ბენზინი გადაესხა და ცეცხლი წაეკიდა - უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში
2021-03-3145 წლის ქალი ღუმელს ანთებდა, რა დროსაც ბენზინი გადაესხა და ცეცხლი წაეკიდა - უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში
ავტორი: Prime Time

X