20:43 | 2020-05-17 ავტორი: ნინი ტაველიძე

მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორი, ჟურნალისტი ხორხე მიგელ არმენტა მოკლეს. ინფომაციას BBC-ი ავრცელებს.

 

ბოლო დროის განმავლობაში არმენტა და მისი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მუქარის წერილებს იღებდნენ, ამიტომ ის ჟურნალისტების სახელმწიფო დაცვის პროგრამაში იყო ჩართული და მის უსაფრთხოებაზე პოლიცია ზრუნავდა.

 

თავდასხმის დროს ჟურნალისტი 2 პოლიციელთან ერთად იმყოფებოდა. სროლას ერთ-ერთი სამართალდამცველი შეეწირა, მეორე კი დაიჭრა.

 

მექსიკა ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სახელმწიფოდ ითვლება.არმენტა ქვეყანაში წელს უკვე მესამე მოკლული ჟურნალისტია.

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X