13:13 | 2021-08-16 ავტორი: Prime Time

მერე გვიან იქნება ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება – ივანე ჩხაიძე საგანგაშო ეპიდვითარებაზე

მერე გვიან იქნება ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება – ივანე ჩხაიძე საგანგაშო ეპიდვითარებაზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი საველე ჰოსპიტლის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, ქვეყანა ახლა კრიტიკულ ზღვარზეა.

სკანდალი! ქართველ პარასპორტსმენზე ტოკიოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
2021-08-16სკანდალი! ქართველ პარასპორტსმენზე ტოკიოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

 

„კრიტიკულ ზღვარზე ვართ, საველე ჰოსპიტალი დღესვე უნდა შეიქმნას, მერე გვიან იქნება.

საველე ჰოსპიტალი არ მინდა ისე იყოს წარმოდგენილი, თითქოს ის არის კარავი და კარავში გაშლილი სტაციონარი. ეს არის არასამედიცინო სივრცე, გამოყოფილი არასამედიცინო სამსახურისთვის. ასეთი ტიპის ჰოსპიტლების არსებობა დამატებითი რეზერვია ქვეყანაში, რომელიც აუცილებლდ დღესვე უნდა იყოს შექმნილი.

 

როდესაც უკვე მართლა მივაღწევთ იმ ზღვარს, არა 500 საწოლი იქნება ქვეყანაში თავისუფალი, არამედ 100, მერე გვიან იქნება ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, ასე რომ ვფიქრობ, დიახ ახლა ჩვენ კრიტიკულ ზღვარზე ვართ”,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X