14:40 | 2021-07-03 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მერე თქვენივე ბიჭები გკითხავენ – მამა, რას აკეთებ, შენ ე.წ. პიდარასტების აღლუმს იცავდი ქართველი ხალხისგან – ლევან ვასაძე 

მერე თქვენივე ბიჭები გკითხავენ – მამა, რას აკეთებ, შენ ე.წ. პიდარასტების აღლუმს იცავდი ქართველი ხალხისგან – ლევან ვასაძე 

ბიზნესმენი და სახალხო მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებლი ლევან ვასაძე მოსკოვიდან, ბაკულევის სახელობის კლინიკიდან მიმართვას ავრცელებს.

 

„მინდა, მოვუწოდო ძალოვანებს, რომ ნუ ირცხვენენ თავს. ბიჭებო, არავითარი მუნდირი, პაგონი, ჯამაგირი და კარიერა არ გიღირთ, დამერწმუნეთ, იმად, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენი სახეები სამუდამოდ რჩება ამ კადრებში და მერე თქვენივე შვილები, თქვენივე ბიჭები გკითხავენ – მამა, რას აკეთებ, შენ ე.წ. პიდარასტების აღლუმს იცავდი ქართველი ხალხისგან, ძალადობდი ჩვენ ხალხზე და ბოჭავდი მას? როგორ აუხსნით მათ თქვენ საქციელს და როგორი შვილები გაგეზრდებათ თქვენ მასეთ მორალში? და როგორ უნდა აღვუდგეთ ჩვენ აი, ამ სოდომიზაციას საქართველოში თუ თქვენ ასეთ საქციელს გააგრძელებთ?

 

დავით ზილფიმიანს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა - დეპუტატი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი
2021-07-03დავით ზილფიმიანს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა - დეპუტატი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი

 

მოგიწოდებთ, გადმოხვიდეთ ქართველი ხალხის მხარეს, თქვათ, რომ ვერ შეასრულებთ ამ ანტიტრადიციულ, უზნეო, უკანონო ბრძანებებს და დადგეთ იქ, სადაც თქვენი ხალხი დგას.

 

ყველას, ვინც შუაშისტია, მინდა მოვახსენო, რომ შუა აღარ არსებობს, ან ხარ შენი ხალხის მხარეს, შენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, ზნეობის და წესის მხარეს, ან ხარ მისი ღალატის მხარეს.

 

აირჩიეთ. აქ დუმილიც ღალატია. აქ ინტერნეტში სმაილიკების წერა და ტაშის სიმბოლოების გაგზავნაც ღალატია“, – აცხადებს ვასაძე.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X