17:35 | 2021-11-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მერის განცხადებით, ტყიბულში, სადაც მიწის მასაში ორი ადამიანი მოჰყვა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა

მერის განცხადებით, ტყიბულში, სადაც მიწის მასაში ორი ადამიანი მოჰყვა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა

ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, ტყიბულში, სადაც დღეს ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანია მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა და მოსახლეობის ნაწილი, თავისი ინიციატივით აწარმოებდა სამუშაოს.

 

„სამუშაოს კერძო პირები აწარმოებდნენ. დადასტურებულია, რომ საქმიანობას ლიცენზიის გარეშე ეწეოდნენ“, – განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

 

ჩემი მეუღლეა, ცოცხალიაო მეუბნებიან - რას ამბობს მიწის მასაში მოყოლილის მეუღლე
2021-11-27ჩემი მეუღლეა, ცოცხალიაო მეუბნებიან - რას ამბობს მიწის მასაში მოყოლილის მეუღლე

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, მაშველები მიმდინარეობს შახტში ჩარჩენილი მეორე მოქალაქეს ეძებენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X