
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მესამე სართულიდან გადავარდნილი ჰიპ-ჰოპ არტისტი, დავით პაქსაშვილი, იგივე Ras Green-ი ტვ „იმედის“ ინტელექტულური თამაშის „ცოდნა ფულიას“ გამარჯვებულია.
4 წლის წინ მაყურებელი განსაკუთრებული სანახაობის მომსწრე გახდა, 24 წლის ასაკში დავით პაქსაშვილმა 25 000 ლარი მოიგო.
როგორც თამაშის დასრულების შემდეგ აღელვებულმა ახალგაზრდამ თქვა, მას ფული ალბომზე მუშაობის დასასრულებლად უნდოდა.
დათო პაქსაშვილმა საზოგადოებას ისიც გაანდო, რომ იოგას სისტემით პროფესიული ვარჯიში სურს და გარშემოც ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც მისი დახმარება სჭირდება.
28 წლის მუსიკოსი ახლა Jerars Clinic-ში წევს და სიცოცხლისთვის იბრძვის.
„მდგომარეობა მძიმეა – მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ტრამვული შოკი აქვს მიღებული.
არასტაბილური წნევა აქვს, წამლით გვიჭირავს. ძილის რეჟიმშია, გაღვიძებისას შესაძლებელია მინიმალური კონტაქტი.
აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, ორივე იდაყვის ძვლების მოტეხილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, ცხვირის, გაიმორის და ა.შ. როცა შოკიდან გამოვა, ოპერაცია იგეგმება.
ამჟამად ქალა ტვინის ტრამვა არ აქვს, რადგან იღვიძებს ტვინის დაზიანება არ ჩანს. დრო გვიჩვენებს როგორ იქნება“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ კლინიკაში.
დახმარების მსურველებმა თანხა Nick Green-ის, იგივე ნიკოლოზ ვერძეულის ანგარიშზე ჩარიცხეთ:
თიბისი / TBC : GE22TB7967045063600036
























