
მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ, გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ, გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. ყველა ეს კლასტერი, რაც აქამდე გვაქვს, პირდაპირ, ან არაპირდაპირ უკავშირდება თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით. იქნება ეს ქორწილები, იქნება ეს ქელეხი თუ დაბადების დღეები და ა.შ.
მარტო კონტროლი არ უშველის, თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნა, რომ, სწორედ, თავი უნდა შევიკავოთ ამ ტიპის თავშეყრებისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.























