
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღის რისკი არსებობს.
მისი თქმით, მესამე ტალღის თავიდან აცილება მხოლოდ რეკომენდაციებისა და არსებული წესების დაცვით შეიძლება.
“არის რისკი, გიდასტურებთ. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, არ დავიცავთ იმ რეგულაციებს მესამე ტალღის რისკი არსებობს ქვეყანაში. როდის ვერ გეტყვით. თუ ახლა როგორც მივდივართ ასე გავივლით მარტსა და აპრილს. ამ მასშტაბის ეპიდვითარებით, მაშინ ჩვენ ავცდებით მესამე ტალღას. მაგრამ თუ ახლა მოვეშვით, ისევ დავიწყეთ დიდი ქორწილები, დიდი შეკრებები, არ გავიკეთეთ ნიღაბი და ასე შემდეგ…”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, 21 მარტის მდგომარეობით, კოვიდდადებითობის დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში არის 2.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.56 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%.






















