12:56 | 2021-10-02 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

„მეშინია, რომ სააკაშვილი ციხეში ერთი წელიც არ იჯდება“ – აღდგა თუ არა წარსულში სასტიკად ნაცემი გელაშვილისთვის სამართლიანობა

„მეშინია, რომ სააკაშვილი ციხეში ერთი წელიც არ იჯდება“ – აღდგა თუ არა წარსულში სასტიკად ნაცემი გელაშვილისთვის სამართლიანობა

ვალერი გელაშვილის ცემის საქმე – ეს ერთ-ერთი დანაშაულია, რომლის გამოც, სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასამართლდა და სასჯელის სახით, 6 წლით პატიმრობა შეეფარდა.

 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ, „პრაიმტაიმი“ გელაშვილს დაუკავშირდა კითხვით, ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ, აღდგა თუ არა მისთვის სამართლიანობა, რაზეც პოლიტიკოსმა გვიპასუხა:

 

„სააკაშვილი დაკავებაზე, რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს. მისი დაკავება ადრეც შეიძლებოდა, ამაში მე პრობლემას ადრეც ვერ ვხედავდი. მოლოდინი არ მაქვს, რომ სააკაშვილი დიდხანს იჯდება ციხეში.

 

ყოფილი პრეზიდენტი იქ ერთი წელიწადიც რომ იჯდეს, ჩემთვის საკმარისია, ჩავთვლი რომ სამართლიანობა აღდგა, მაგრამ მეშინია, რომ ციხეში ერთი წელიც არ იჯდება. დაუქნევენ თითს საქართვლოს პრეზიდენტს და ციხიდან გამოუშვებენ“,- გვითხრა გელაშვილმა.

 

ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გარდა ვალერი გელაშვილისა, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზეა მსჯავრდებული.

 

ამ დღეების განმავლობაში განიხილებოდა ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეეწყალებინა, თუმცა აღნიშნული ზურაბიშვილმა საბოლოოდ გამორიცხა.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X